დასახელება:
მთავარი დიზაინერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
რედიქსი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
რედიქს ჯგუფი - უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის, მშენებლობის, დეველოპმენტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.
ამჟამად რედიქს ჯგუფი მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.
კომპანია ამჟამად 500-მდე პროფესიონალ, მოტივირებულ და საერთო ღირებულებებით გაერთიანებულ გუნდის წევრს მოიცავს.
რედიქს ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს მთავარი დიზაინერის ასისტენტის პოზიციაზე.
მთავარი დიზაინერის ასისტენტის სამუშაოს აღწერილობა:
სამუშაოს აღწერილობა:
** მთავარი დიზაინერის კორესპონდენციის მართვა;
** ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
** მიმდინარე პროექტების ეტაპების დაგეგმვა და შესრულების ვადების მონიტორინგი;
** აქტიური კომუნიკაცია დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და პარტნიორებთან;
** მოლაპარაკებების წარმოება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
** კონკრეტული პროექტების დიზაინის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება, ბიუჯეტის, მასალებისა და ავეჯის ალტერნატიული ვარიანტების მოძიებისა და შეთავაზების გათვალისწინებით;
** თანამედროვე ტენდენციების მოძიება;
** ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია არქიტექტურის, დიზაინის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული? ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პარალელურად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის შესაძლებლობა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვადების დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა;
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@redix.ge არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.
|
|
|
|