დასახელება:
ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
Postred
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"POSTRED" არის შემოქმედებითი აუდიო სერვისების კომპანია, რომელიც მხარს უჭერს ხმის არტისტებს შთამბეჭდავი ისტორიების თხრობაში.
პოსტრედის პარტნიორები მსოფლიოში ცნობილი ფილმებისა და ვიდეოთამაშების სტუდიები და კომპანიები არიან. პოსტრედს გამოარჩევს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, უახლესი ინფრასტრუქტურა და მუდმივად სიახლეების ძიება.
ძირითადი მოვალეობები:
** POSTRED-ის შიდა და გარე ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
** ლოგისტიკის და ბიუჯეტის მართვა ღონისძიებებისთვის;
** POSTRED აკადემიის სტუდენტთა მოზიდვისა და ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
** აპლიკაციების მიღების და გადარჩევის პროცესის ორგანიზება;
** სწავლის პროცესის ადმინისტრირება;
** აკადემიის ელექტრონული მართვის მონაცემთა ბაზაში (Google Classroom) სასწავლო პროცესის აღრიცხვიანობის წარმოება;
** კურსდამთავრებულებთან (Alumni) კომუნიკაციის შენარჩუნება და მათი ჩართულობა კომპანიის ღონისძიებებსა და არაფორმალურ აქტივობებში;
** გამოცდილების გაზიარების, ურთიერთდახმარებისა და პროფესიული ზრდის ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
** სტრატეგიული და შინაარსობრივი აქტივობების ინიცირება, რომლებიც აძლიერებს საგანმანათლებლო პროგრამის გარშემო არსებულ ქსელს და ზრდის მისი წევრების აქტივობას კომპანიის ეკოსისტემაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ღონისძიებების და სასწავლო პროცესების ორგანიზების მიმართულებით;
** გამოცდილება ღონისძიებების ლოგისტიკურ დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში;
** ინგლისური ენის B2/C1 დონეზე ცოდნა;
** Google Workspace, Canva, Figma, Keynote ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პოზიცია: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ოფისი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი ინგლისურად შეავსეთ შემდეგ ლინკზე: https://forms.monday.com/forms/10bd1c658c196ae79fbda98ec9bf8748?r=use1
|
|
|
|