Робота для біженців з України
HACCP-ის, მეღვინეობის, მევენახეობის, დეგუსტაციის კურსები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HACCP-ის, მეღვინეობის, მევენახეობის, დეგუსტაციის კურსები
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"VIP INTELLECT GROUP"-ის მრავალპროფილიანი ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ ტრენინგ კურსებს:

1. ხარისხის კონტროლის პრინციპები და HACCP-ის სისტემა
2. ღვინის ხარისხის კონტროლის HACCP
3. მეღვინეობა
4. მევენახეობა
5. ღვინის დეგუსტაცია

1. ხარისხის კონტროლის პრინციპები და HACCP-ის სისტემა

პროგრამა განკუთვნილია: იმ პირებისთვის, ვინც დასაქმებულია სურსათის საწარმოებსა და ობიექტებში, ან სურს საწარმო, სარეალიზაციო ობიექტის გახსნა, განახლება, ასევე პირებისთვის, ვისაც სურს პერსონალის გადამზადება ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

კურსი მოიცავს: შეისწავლოთ ხარისხის კონტროლის მნიშვნელობა, მისი განსაზღვრა ნედლეულიდან მის საბოლოო პროდუქტამდე, გარდა ამისა გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ HACCP-ის სისტემის მნიშვნელობა მისი დანერგვისა და განხორციელებისათვის საჭირო დეტალები.

თემატიკა

** სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა და მისი რეგულირების ძირითადი დებულებები
** სურსათისა და სასურსათო ნედლეულის ძირითადი ქიმიური კომპონენტები.
** სურსათის უვნებლობის პოლიტიკის ძირითადი საკითხები.
** სურსათის უვნებლობის პრინციპები საქართველოში.
** სურსათისა და სასურსათო ნედლეულის ხარისხი, სურსათის დაბინძურების წყაროები
** სურსათისა და სასურსათო ნედლეულის უვნებლობა.
** სურსათისა და სასურსათო ნედლეულის ტექნიკური რეგულირება, სტანდარტიზაცია და სერტიფიკაცია.
** სურსათისა და სასურსათო ნედლეულის საფრთხეები.
** საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP.
** მიკვლევადობის პრინციპები სურსათის უვნებლობაში.
** HACCP-ის დანერგვამდე საჭირო წინასწარი პროგრამები GHP, GMP
** HACCP ის სისტემის დანერგვის პრინციპები
** HACCP-ის გეგმა და დოკუმენტაციის, ჩანაწერების წარმოება

კურსდამთავრებულის უპირატესობა: შეისწავლის სურსათის უვნებლობისათვის საჭირო არსებულ ძირითად მიმართულებებს, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება, ასევე შეძლებენ თეორიული ცოდნის მიხედვით საწარმოებში, სურსათის წარმოების და რეალიზაციის დაწესებულებებში დაიცვან ხარისხის კონტროლი, შეძლებენ საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოებას.

სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 8 ლექცია
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა 1, 5 სთ
კურსის ღირებულება ჯგუფში 3 კაციდან: 450
კურსის ღირებულება წყვილში: 600
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად:700

პრაქტიკული: კურსის ბოლოს ჩატარდება საწარმოში გასვლითი შეხვედრა!
კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი
კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 7 წლიანი გამოცდილების მქონე სურსათის ტექნოლოგი
მეღვინეობის მაგისტრი, ტრენერი.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: https://vipintellect.ge/ge

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

2. ღვინის ხარისხის კონტროლის HACCP-ის კურსი - პრაქტიკით ღვინის ლაბორატორიაში

პროგრამა განკუთვნილია:იმ პირებისთვის ვისაც სურს ხარისხიანი ღვინის წარმოება და საწარმოს სწორი მოწყობა, გარდა ამისა საშუალება ექნება გაეცნოს ლაბორატორიულ საკითხებს რაც დაეხმარება ღვინის საწარმოში ხარისხის სწორად შეფასებაში, შეძლებთ მარნებში სრული პროცესები აკონტროლოთ, ჩაატაროთ ზედამხედველობა და იყოთ ღვინის ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი.

კურსი მოიცავს: ხარისხის კონტროლის განვითარებისთვის საჭირო საკითხებს, HACCP-ის დანერგვისათვის მოსამზადებელ დეტალებს, დოკუმენტაციის ჩათვლით, გარდა ამისა ლაბორატორიული ნიმუშების აღწერას და დაავადებების შესწავლას.

გარდა ამისა კურსი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც ჩატარდება შპს "ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში" სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ ღვინის ნიმუშების შემოწმების და ხარისხის დადგენის პროცესში.

** ღვინის ხარისხის კონტროლი
** კანონმდებლობა ვაზის და ღვინის შესახებ
** ვენახის ხარისხის კონტროლი
** კახური ღვინის ტექნოლოგიის ხარისხის კონტროლი
** ევროპული ღვინის ტექნოლოგიის ხარისხის კონტროლი
** სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა მიდგომა "ფერმიდან სუფრამდე"
** საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP
** HACCP-ის დანერგვამდე საჭირო წინასწარი პროგრამები GHP, GMP ღვინის საწარმოში
** HACCP-ის მნიშვნელობა და დანერგვის წესები ღვინის საწარმოში
** HACCP-ის მოთხოვნების დადგენა და დოკუმენტაციის შედგენა
** ღვინის მოვლა და დამუშავება
** ღვინის მიკრობიოლოგიური დაავადებები
** ღვინის დაავადებების გადაჭრის გზები
** ღვინის ლაბორატორიის მოწყობა და მისი მნიშვნელობა
** ლაბორატორიაში ღვინის ნიმუშების მიღება და კვლევა
** დანადგარების ქიმიური რეცხვის ტექნიკა
** სრული საწარმოო კონტროლი მეღვინეობაში

კურსდამთავრებულის უპირატესობა: შეისწავლის ღვინის ხარისხისათვის საჭირო ძირითად მიმართულებებს, რომელიც პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება, ასევე შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიხედვით საწარმოებში ღვინის წარმოების და რეალიზაციის პროცესში დაიცვან ხარისხის კონტროლი, შეძლებენ საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოებას და შეძლებენ ლაბორატორიაში დამოუკიდებლად ჩართვას.

სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 6 ლექცია - 2 საათიანი
საწარმოო პრაქტიკა ღვინის ლაბორატორიაში
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია
კურსის ღირებულება ჯგუფში 3 კაციდან: 550
კურსის ღირებულება წყვილში: 700

კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი

კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 7 წლიანი გამოცდილების მქონე მევენახე- მეღვინეობის მაგისტრი, მეღვინე, ტრენერი. პროფესიული განათლების მასწავლებელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით

3. მეღვინეობის კურსი - დამწყებთათვის!

პროგრამა განკუთვნილია: იმ პირებისთვის, ვისაც სურს იმუშაოს ღვინის წარმოებაში ტექნოლოგიურ ხაზებში და ჩაატაროს დეგუსტაცია ან განავითაროს საკუთარი ღვინის წარმოება.

ამ პოზიციებზე სამუშაოდ საჭიროა გაიარონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

კურსი მოიცავს:

მეღვინეობაში არსებული ტერმინოლოგიას, ღვინის წარმოების სრული ტექნოლოგიებს, დეგუსტაციის პრინციპებს, ღვინოებს შორის განსხვავებას, მათი ხარისხის განსაზღვრას

თემატიკა:

** კანონი ვაზის და ღვინის შესახებ
** ქართული ღვინის ისტორია და კულტურა
** დანადგარების, ხელსაწყოების აგებულება და მათი ფუნქციები
** ყურძნის მიღება-დამუშავება
** ყურძნის ტკბილის შემადგენელი ნივთიერებები, და მათი განსაზღვრა
** ალკოჰოლური დუღილი და მოქმედი ფაქტორები
** თეთრი ღვინის წარმოება
** ვარდისფერი ღვინის წარმოება
** წითელი ღვინის წარმოება
** ცქრიალა ღვინოების წარმოება
** ბიო-ორგანული ღვინოების წარმოება
** ღვინოების შედარება ადგილმდებარეობის მიხედვით
** ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა
** ღვინოში დამხმარე მასალების შეტანა
** პირველადი და მეორეული დუღილის მნიშვნელობა
** ღვინის სეგმენტაცია
** ღვინის სტაბილიზაცია
** ღვინის ჩამოსხმა
** ღვინის დაავადებები
** ღვინის მოვლა
** ღვინის დეგუსტაცია

კურსდამთავრებულის უპირატესობა:

შეისწავლის მეღვინეობაში არსებულ ძირითად მიმართულებებს, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება, ასევე შეძლებენ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან საკუთარი წარმოების ღვინო და შეაფასონ ღვინის ხარისხი. ღვინის მარნებში და ღვინის საწარმოებში დანერგონ სწორი მიმართულება.

სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
კვირაში ჩატარდება 2-3 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა ჯგუფში - 1სთ 30წთ-2სთ
კურსის ღირებულება ჯგუფში 3 კაციდან: 500 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში: 650 ლარი

კურსის ბოლოს, დეგუსტაციის პრაქტიკული ლექცია ჩაგიტარდებათ - "ღვინის ლაბორატორიაში" - საწარმოს მეღვინის მიერ!

კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი

კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 7 წლიანი გამოცდილების მქონე მევენახე-მეღვინეობის მაგისტრი, პრაქტიკოსი მეღვინე, ტრენერი.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: https://vipintellect.ge/

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

4. მევენახეობის საბაზო კურსი!

პროგრამა განკუთვნილია: პირებისთვის, ვისაც სურს იმუშაოს მევენახეობის მიმართულებით, გააშენონ ვენახი სწორად, გაეცნონ ამპელოგრაფიულ მახასიათებლებს

კურსი მოიცავს: მევენახეობაში არსებული ტერმინოლოგიას, გაშენებას და მოვლის ხერხებს.

** მევენახეობის მნიშვნელობა და ბიოლოგიური თავისებურებები
** სანერგისათვის ადგილის შერჩევის წესი
** ვაზის ჯიშების განსხვავება
** ვაზის აგებულება ბიოლოგიური-მორფოლოგიური განსხვავებები
** ზრდა განვითარების და მსხმოიარობის პრინციპები
** მევენახეობის ძირითადი ზონები
** ვაზის საკვირტე მასალის წარმოება მისი დამზადება და ვადები, ვაზის მყნობა მათი ვადები
** სანერგის მოვლა და მათი წესები, ამოღება, დახარისხება, შენახვა
** ვენახის დაპროექტების თავისებურებები და მათი განსაზღვრა
** ვაზისათვის შესაბამისი ადგილმდებარეობის შერჩევა, რიგების განსაზღვრა
** ვენახის ძირითადი ტიპები და გაშენების სქემა
** ვაზის სელექცია მათი სახეობები
** ვაზის ჯიშების სხვლა ფორმირების ძირითადი სისტემა და შერჩევა
** ნიადაგის მოვლის, განოყიერების ზოგადი პრინციპები
** ვაზის მცენარის დაცვის პრინციპები და საშუალებები
** მავნებელ-დაავადებათა ბრძოლა, პრევენცია
** ვენახში გამოყენებული მანქანა დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპები
** სარწყავი სისტემები და მორწყვის პრინციპები
** ვაზის მოსავლის კრეფა და განსაზღვრული დრო
** ყურძნის შენახვაზე მოქმედი ფაქტორები
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კურსდამთავრებულის უპირატესობა: შეისწავლის მევენახეობაში არსებული ძირითადი მიმართულებები რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება და ასევე შეძლებენ საკუთარი პროფესიის სწორად რეალიზებას.

ლექციის ხანგრძლივობა 1სთ 30წთ-2სთ
კურსის ღირებულება ჯგუფში 3 კაციდან: 500 ლარი
კურსის ღირებულება წყვილში: 650 ლარი

პრაქტიკული: ვენახის დათვალიერება და მისი აღწერა
კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი

კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 7 წლიანი გამოცდილების მქონე მევენახე-მეღვინეობის მაგისტრი, მეღვინე, ტრენერი. პროფესიული განათლების მასწავლებელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით

5. ღვინის დეგუსტაციის კურსი

პროგრამა განკუთვნილია: იმ პირებისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ღვინის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების განსაზღვრა, ღვინის შემადგენლობა, დეგუსტაციის ჩატარებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ან განავითაროს ღვინის შეფასების უნარები

კურსი მოიცავს: მეღვინეობაში არსებული ტერმინოლოგიის შესწავლას, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს, დეგუსტაციის პრინციპებს, ღვინოებს შორის განსხვავებას, მათი ხარისხის განსაზღვრას, ღვინის დეგუსტაციის პრინციპებს.

1. ღვინის შემადგენლობა და მისი ხარისხის შემოწმება
2. ღვინის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები
3. ღვინის დაავადებების სახეობები
4. დეგუსტაციის ჩატარებისათვის აუცილებელი პირობები
5. ღვინის არომატები: თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებში
6. ღვინის არომატების განსაზღვრა
7. შეფასების ტერმინოლოგია DLG-ის ხუთქულიანი სისტემის მიხედვით
8. პროფესიული დეგუსტაციის პირობები
9. ღვინის ნიმუშების მომზადების პრინციპები
10. პროფესიონალი დეგუსტატორის (სენსორული ექსპერტის) მიმართ არსებული მოთხოვნები
11. ღვინის შეხამება კერძებთან
12. ღვინის არომატების აღქმა
13. დეგუსტაციის ჩატარების სახეები

კურსდამთავრებულის უპირატესობა: შეისწავლის მეღვინეობაში არსებულ ძირითად მიმართულებებს ღვინის დახასიათების და შეფასების მიმართულებით. შეძლებთ ღვინის მარნებში და ღვინის საწარმოებში დანერგოთ სწორი შეფასების კრიტერიუმები ხარისხიანი პროდუქტისათვის. მიღებული პრაქტიკა კი მოგცემთ საშუალებას დეგუსტაციის მოთხოვნები სრულად შეისწავლოთ.

სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 8 ლექცია
კურსის ღირებულება ჯგუფში: 400 ლარი
წყვილში: 500 ლარი
ინდივიდუალურად: 650 ლარი

პრაქტიკული ნაწილი: ღვინის სადეგუსტაციო სივრცეში დააგემოვნებთ ღვინოების სხვადასხვა სახეობებს

კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი

კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი

კურსს უძღვება: ანჟელა ღაჭავა - 7 წლიანი გამოცდილების მქონე სურსათის ტექნოლოგი
მეღვინეობის მაგისტრი, ტრენერი.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: https://vipintellect.ge/ge

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

ტელ: 551196110; 593618212;

წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან, მეტრო გოცირიძის გადმოსასვლელ ხიდთან!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე