Робота для біженців з України
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: GetOrder
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"GetOrder" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"GetOrder" — საერთაშორისო SaaS პლატფორმაა, რომელიც ავტომატიზებს რესტორნების შეკვეთების დამუშავებას სადელივერიო სერვისებიდან (Glovo, Bolt Food, Wolt, Uber Eats და სხვ.). ჩვენ ვმუშაობთ მრავალ ქვეყანაში და ვეხმარებით რესტორნებს შეამცირონ შეცდომები, დაზოგონ პერსონალის დრო და გაზარდონ მოგება POS-სისტემებთან ეფექტური ინტეგრაციის საშუალებით.

ფორმატი: Part-time (მოქნილი გრაფიკი)
ლოკაცია: თბილისი/დისტანციურად

მოთხოვნები:

** ქართული და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულო)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** CRM სისტემებთან საბაზისო მუშაობის უნარები
** კომუნიკაბელურობა, სწავლისა და გუნდში მუშაობის სურვილი

ვალდებულებები:

** ცივი ბაზის დამუშავება (ზარები, შეტყობინებები, e-mail)
** CRM-ის მართვა და კლიენტების მონაცემების განახლება
** ასისტირება სენიორ სეილზ მენეჯერებს (მასალების მომზადება, ზარებსა და შეხვედრებში მონაწილეობა)
** KPI-ს შესრულება კომუნიკაციების რაოდენობის მიხედვით

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილი გრაფიკი და part-time ფორმატი
** სწავლება და მენტორინგი გამოცდილი კოლეგებისგან
** თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტები
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა full-time პოზიციამდე
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები შედეგებზე

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: anastasia.kosheleva@getorder.biz
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე