დასახელება:
ფიზიო-ექიმი/ექიმი ფიზიოთერაპევტ კურორტოლოგ-რეაბილიტოლოგი
|
მომწოდებელი:
ბ და ნ ინვესტი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
შპს "ბ და ნ ინვესტ" აცხადებს ვაკანსიას ფიზიო-ექიმის (ექიმი ფიზიოთერაპევტ კურორტოლოგ-რეაბილიტოლოგი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. წყალტუბო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის განსაზღვრა/მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** კვლევის შედეგების ზუსტი და სრული ასახვა შესაბამის დასკვნაში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** ფიზიო აპარატურების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ლიცენზიის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: e.tsiklauri@saga.ge
სასურველია კადრი იყოს ადგილობრივი ან ცხოვრობდეს მიმდებარე რაიონში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|