Робота для біженців з України
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: მშობლების თანადგომა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომას" 18+ დღის ცენტრი მის: თბილისი, დიდუბე თევდორე მღვდლის ქ.46 აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 1 სამუშაო დღეს 10-16 საათამდე.

ფსიქოლოგი მუშაობის მიზანია: ხელი შეუწყოს ცენტრის ბენეფიციარების ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებას და მათი უნარების განვითარებას. ანაზღაურება შეთანხმებით!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოოს პირადი საქმე მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
** ბენეფიციარის დღის ცენტრში შემოსვლიდან 20 დღის განმავლობაში შეაფასოს მისი ფუნქციური, ფსიქო-ემოციური და აკადემიური საჭიროებები და დღის ცენტრის მულტიდისციპლინარულ წარუდგინოს წერილობითი დასკვნა ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმის შესადგენად;
** შეიმუშაოს და უხელმძღვანელოს პირველადი ზრუნვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელების პროცესში;
** მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იხელმძღვანელოს სხვადასხვა ტექნიკებით: ტესტირება, ინტერვიუ და ა.შ
** იმუშაოს ბენეფიციარებთან, როგორც ჯგუფურად ის ინდივიდუალურად:
** გააცნოს მშობლებს მათი შვილების ინდ. გეგმის მიზნები, დახმარება შესთავაზოს და გაუწიოს ბენეფიციართა მშობლებს (მათი სურვილის შემთხვევაში);
** აწარმოოს პროგრესის ჩანაწერები პირველადი ზრუნვის გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც ფსიქოლოგის ჩართულობას მოითხოვს.
** კონსულტაცია გაუწიოს დღის ცენტრის თანამშრომლებს.
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალობა.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;

გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com. ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2025.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე