დასახელება:
კლიენტთა ურთიერთობისა და სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლიდერ მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
ლიდერ მოტორსი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავტოსერვისი საქართველოში, 2015 წლიდან წარმატებით ემსახურება როგორც კერძო კლიენტებს, ასევე მსხვილ კომპანიებსა და ავტოპარკებს.
ბიზნესის ზრდის ახალ ეტაპზე ვეძებთ კლიენტთა ურთიერთობისა და სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც იქნება კომპანიის "პირველი ხმა და სახე" - უპასუხებს კლიენტებს, მართავს კომუნიკაციას ონლაინ არხებში და იზრუნებს ბრენდის განვითარებაზე.
ვაკანსია - კლიენტთა ურთიერთობისა და სოციალური მედიის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე პასუხი, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და შეკვეთების დაფიქსირება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია Facebook Messenger-სა და Instagram Direct-ში;
** აქტიურობა ავტომობილების თემატურ ჯგუფებსა და ფორუმებში (კომენტარები, რჩევები, რეკომენდაციები);
** მოკლე ვიდეოების/ფოტო მასალის გადაღება ყოველდღიური პროცესებიდან და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება (TikTok, Instagram Reels, Facebook Shorts);
** გვერდების (Facebook/Instagram) აქტიურობის უზრუნველყოფა — პოსტების დაგეგმვა, მომხმარებელთა კომენტარებზე პასუხი;
** თანამშრომლობა მარკეტინგულ გუნდთან რეკლამების და კამპანიების მხარდასაჭერად.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება კლიენტებთან კომუნიკაციის ან სოციალური მედიის მართვის მიმართულებით;
** კარგი კომუნიკაციის უნარები (ზარებში და წერილობით);
** სოციალური ქსელების მუშაობის ცოდნა (Facebook, Instagram, TikTok);
** ვიდეოს გადაღებისა და ელემენტარული დამონტაჟების უნარი (სასურველია);
** ავტოსფეროში ინტერესი ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს მზარდ კომპანიაში;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი თვეში, გამოცდილების მიხედვით;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა - მომავალში ცალკე SMM ან Call Center გუნდის ჩამოყალიბებისას ლიდერის პოზიციამდე.
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
** შაბათი: 10:00-15:00
** კვირა: დასვენება
CV გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: leadermotors15@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 500 035
|
|
|
|