დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლაიონ ავტო
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კომპანია "ლაიონ ავტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ლაიონ ავტო აუქციონი" ავტო იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. კომპანიამ ამ დროის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ავტომობილის უსაფრთხოდ ჩამოყვანა უზრუნველყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნულების ადგილამდე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
** ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** • მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** გაყიდვების ზრდა;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა/წარდგენა.
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტო იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (excel, word, PowerPoint outlook);
** გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მართვაში;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
შპს "ლაიონ ავტო " კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (cv) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|