დასახელება:
პროგრამირების ტრენერი
|
მომწოდებელი:
აკადემია Tech Space
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
აკადემია "Tech Space" აცხადებს ვაკანსიას პროგრამირების ტრენერის პოზიციაზე.
სამუშო ფორმატი: ონლაინ
ჩვენ შესახებ: Tech Space IT აკადემია საქართველოში არის საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელიც ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ონლაინ რეჟიმში. ჩვენ რეგულარულად ვთავაზობთ სკოლის მოსწავლეებს, როგორც ფასიან, ასევე უფასო სასწავლო პროგრამებს.
ვის ვეძებთ: თუ ხარ ცნობისმოყვარე, ინოვაციური, გიყვარს ტექნოლოგიების სფერო, მზად ხარ გაუზიარო სხვებს შენი ცოდნა და დაეხმარო მოსწავლეებს მომავლის პროფესიის ათვისებაში, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!
პოზიციის მიმოხილვა: ტრენერი წარმართავს ტრენინგს პროგრამირებაში 10 - დან 17 წლის მოსწავლეებთან. სასწავლო პროგრამის სილაბუსი, საგაკვეთილო გეგმა და სასწავლო მიდგომები დეტალურად არის გწერილი და ტრენერი ვალდებულია დაიცვას მიღებული სტანდარტი.
ტრენერის კვალიფიკაცია:
** სასურველია კანდიდატი იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ბაკალავრიატის მე-2 კურსის ან უფრო უფროსი სტუდენტი, ან კურსდამთავრებული.
** განიხილება სხვა კანდიდატიც, შესაბამისი გამოცდილებით.
** უპირატესობა მიენიჭება ტრენინგების ჩატარების გამოცდილების მქონე კანდიდატს.
** სასურველია python3 პროგრამირების ენის კარგი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა - უნდა შეეძლოს ბავშვებთან პოზიტიური, მეგობრული კომუნიკაცია. შეეძლოს ბავშვების შთაგონება კრეატიული იდეების დამუშავებასა და განხორციელებაზე.
** პასუხისმგებლობა, დროის მართვა - დაკისრებული მოვალეობის პასუხისმგებლობით შესრულება, სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება.
** ახალი ტექნოლოგიების ათვისება - უნდა ეცნობოდეს ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.
სამუშაო დრო: დამოკიდებულია კონკრეტული ჯგუფსა და თქვენს გრაფიკზე. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი. გაკვეთილებს შორის გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.
ანაზღაურება: 1 ჯგუფი - 500 ლარიდან, დამოკიდებულია ჯგუფებისა და მოსწავლეების რაოდენობაზე.
კანდიდატების შერჩება ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: techspacebase@gmail.com
|
|
|
|