დასახელება:
ექიმი ფიზიოთერაპევტი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი ფიზიოთერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის მიღება და კვლევა: ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების შეკრება/შეფასება, დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია, მკურნალობა/მართვა სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით
** სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის ყველა ეტაპზე
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში დაფიქსირება კანონმდებლობის შესაბამისად
** პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია "ფიზიოთერაპიის" სუბსპეციალობის მოწმობის ფლობა
** აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/eqimi-fizioterapevti/766
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|