დასახელება:
სერვისის და მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბოქსეტ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფის წევრი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების ტრანსპორტირებას, აშშ-დან, ჩინეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოში და ამავდროულად საქართველოდან მთელი მსოფლიოს მიმართულებით, ვეძებთ ჩვენს მზარდ გუნდში, ახალ წევრებს, ერთობლივი ზრდისა და განვითარებისათვის.
ვაკანსიის დასახელება: სერვისის და მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი;
ადგილმდებარეობა: თბილისი.
ხელფასი:
** ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი ხელზე ასაღები (NET)
** ყოველთვიური ბონუსი: ფიქსირებული ხელფასის 50-80%
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული შეტყობინებების მართვა;
** მომხმარებელთა პრობლემური საკითხების მიღება, მოკვლევა და მოგვარება;
** საკითხის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია;
** შიდა ERP-სისტემაში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word).
კომპეტენციები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
შერჩევის ეტაპები: გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: s.chkhikvadze@boxette.ge. აუცილებელია, რომ ელფოსტის თემაში მითითებული იყოს ვაკანსიის დასახელება: "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|