დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გერგილი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
შპს "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის პოზიციაზე
შპს "გერგილი" წამყვანი საკონსულტაციო კომპანია შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
მოთხოვნები:
** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** ვაკანსიაზე განიხილება მინიმუმ 2 (ორი) წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტი;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2 დონე) სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
** დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
ფუნქციები:
** საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის კონტროლი;
** საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პროექტის ზედამხედველობა;
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
** რისკების განსაზღვრა და რისკების დოკუმენტის წარმოება;
** ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავება;
** დასაქმებულთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება;
** საჭიროებისამებრ სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებებთან თანამშრომლობა და მათთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hs@gergili.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|