Робота для біженців з України
IT ინჟინერი - ბათუმი, ამერიკის შეერთებული შტატები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ინჟინერი
მომწოდებელი: Automation Standard LLC
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"Automation Standard LLC" აცხადებს ვაკანსიას IT ინჟინრის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ამერიკის შეერთებული შტატები
ლოკაცია: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ

"Automation Standard LLC" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც ავითარებს ინჟინერულ შესაძლებლობებს, ვუზრუნველვყოფთ თავისუფლებას, დამოუკიდებელად ტექნიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც საფუძველს უყრის ინოვაციურ და ეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტილებების შექმნას.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ IT ინჟინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს სწრაფად მზარდ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხნის IT ინფრასტრუქტურის ყოველდღიური მხარდაჭერა;
** ნახაზებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა (ონლაინ და ლოკალურად);
** ტექნიკური აღჭურვილობის მონიტორინგი და პრობლემების იდენტიფიცირება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი პროცედურების დაცვა;
** სისტემური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავს სფეროში ბაკალავრის ხარისხი;
** ტექნიკური საკითხებით დაინტერესება და სწრაფი სწავლის უნარი;
** საბაზისო ცოდნა IT სისტემების მუშაობის პრინციპებზე;
** უნარი იმუშაოს როგორც გუნდში, ასევე ინდივიდუალურად;
** პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული მიდგომა სამუშაოსადმი;
** პრობლემის ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად

უპირატესობად ჩაითვლება:

** ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა
** ნახაზებთან (AutoCAD, PDF markup tools და სხვა) მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მონაწილეობა საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: maka.makatsaria@autStand.com

სათაურში მიუთითეთ: "IT Engineer - თქვენი სახელი და გვარი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე