Робота для біженців з України
HR სპეციალისტი რეკრუტინგის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი რეკრუტინგის მიმართულებით
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR სპეციალისტი რეკრუტინგის მიმართულებით

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სტატუსი: დეკრეტის შემცვლელი (მინიმუმ 6 თვე, განიხილება გრძელვადიანი თანამშრომლობაც).

ფუნქცია-მოვალეობები:

შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა:

** ვაკანსიების განცხადებების მომზადება და განთავსება სხვადასხვა არხებში;
** კანდიდატების მოძიება მოზიდვის მრავალფეროვანი არხების, მათ შორის სოციალური მედიის, გამოყენებით;
** კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპის მართვა (აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება, ინტერვიუირება, უკუკავშირი);
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგის პროცესის მართვა.

მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური - (B1-B2);
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** Self.HR პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

სადაზღვევო კომპანია "არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

"არდი" ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადამზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.

ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ არდის გუნდი - ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.

არდი - ცხოვრების ჯერია!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე