დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აითი თექ
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
შპს "აითი თექი" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს.
ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს კომპანიას განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი მასშტაბური პროექტი, დღესდღეობით კი აქტიურად ვთანამშრომლობთ 350-ზე მეტ სახელმწიფო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიასთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/
შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი,
კომპანია გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება - 2000 ლარი + საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ).
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან არის საპროექტო გაყიდვებზე გადასვლის პერსპექტივა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან საჭიროებების ანალიზი და შეთავაზებების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა CRM-ში და ანგარიშგების მომზადება;
** "თბილ" და "ცივ" კონტაქტების ბაზასთან მუშაობა;
** შიდა და გარე დისტრიბუციასთან კონტაქტი და პროდუქტის მიწოდების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა;
** 1C მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ტექნიკური განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|