დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბაუმერი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კომპანია "ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** პასუხისმგებელია ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ფიზიკურ და ყოველდღიურ მართვაზე.
** მასალების მიღება და გადმოწერა;
** მასალების შენახვა და განლაგება;
** მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** ინვენტარიზაცია და რეპორტინგი (საწყობის ანგარიშების მომზადება ოფისისთვის).
გრაფიკი და მივლინების საჭიროება:
** ძირითადი ობიექტები თბილისის ტერიტორიაზე.
** ორშაბათი-პარასკევი სრული განაკვეთით, შაბათი - ნახევარი განაკვეთი- მუდმივი ყოფნა ობიექტზე
** საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დროებითი მივლინება რეგიონულ ობიექტებზე.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წელი საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის ან საწყობის პროგრამის ცოდნა, მარაგების აღრიცხვის ცოდნა.
პროფესიული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|