დასახელება:
ექიმი რადიოლოგი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის თანამდებობაზე რადიოლოგიის განყოფილებაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში;
** CT და MRT რადიოლოგად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (მათ შორის სომატური, ნეირო);
** CT და MRT კვლევების ინტერპრეტაციის შესაბამისი კომპეტენცია; დასკვნების მომზადების ცოდნა RECIST-ის მიხედვით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
** პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისის გაწევა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 09.10.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|