Робота для біженців з України
ეთიკური კომიტეტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეთიკური კომიტეტის ასისტენტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ეთიკური კომიტეტის ასისტენტის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სამედიცინო ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები:

** ეთიკურ კომიტეტში შემოსული დოკუმენტაციის მართვის პროცესში ჩართულობა - აღრიცხვა, შემოწმება, გაგზავნა;
** კლინიკაში მიმდინარე კლინიკური კვლევების, ეთიკური კომიტეტების თავმჯდომარეებისა და წევრების ნუსხისა და სამუშაო განრიგის შედგენა და კონტროლი;
** ეთიკური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სხდომის ოქმების წარმოება და აღრიცხვა;
** კლინიკური კვლევების განახლების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 09.10.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე