Робота для біженців з України
Key Account მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Key Account მენეჯერი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია Key Account მენეჯერის (KAM) პოზიციაზე ჩვენი პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიისთვის.

ძირითადი პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: 4000-5000 ლარი (ფიქსირებული 2500-3000 ლ+ ბონუსი შესრულებიდან)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო ბალანსი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესი, მარკეტინგი, ეკონომიკა ან სხვა შესაბამისი მიმართულება)
** გამოცდილება Key Account Management-ში, ქსელური ობიექტების მართვაში ან FMCG სექტორში (მინ. 2-3 წელი)
** ძლიერი მოლაპარაკებების უნარები და კომერციული აზროვნება
** გაყიდვების სტრატეგიებისა და მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა
** კარგი ანალიტიკური უნარები (გაყიდვების მონაცემების, ბაზრის ტენდენციების შეფასება)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, PowerPoint, CRM სისტემები).
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელური ობიექტების პორტფელის მართვა
** არსებული ქსელური პარტნიორების (სუპერმარკეტები, აფთიაქები, მაღაზიათა ქსელები და სხვ.) მართვა და თანამშრომლობის გაღრმავება
** ახალი ქსელური ობიექტების მოძიება და პარტნიორობაში ჩართვა, პირობებზე მოლაპარაკება
** ფასების, პირობების, დისტრიბუციის და მარკეტინგული აქტივობების შეთანხმება
** კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი
** ქსელური ობიექტებში გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა
** ასორტიმენტის გაფართოების, სპეციალური შეთავაზებებისა და აქციების დაგეგმვა
** ქსელურ ობიექტებში პროდუქტის წარმოჩენის დაგეგმვა და მართვა
** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვ.)
** ანალიზი და რეპორტინგი
** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის
** განაცხადების მიღება მიმდინარეობს 23 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
3. პირისპირ გასაუბრება უშულოდ დამსაქმებელთან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე