Робота для біженців з України
ანგარიშგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშგების მენეჯერის თანამდებობაზე ბილინგის განყოფილებაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით) - მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).

ძირითადი ფუნქციები:

** სტაციონარული პაციენტების გაწერის მონიტორინგი;
** ჰოსპიტალის ბაზაში რეგისტრირებული სტაციონარული/ამბულატორიული შემთხვევების ფინანსურად დამუშავება;
** საყოველთაო დაზღვევასთან, სადაზღვევო კომპანიებთან, სპონსორებთან, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მეურვესთან და დაფინანსების სხვა წყაროებთან საანგარიშგებო ურთიერთობა.
** ანგარიშების მომზადება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** გამართული წერით და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებული ანალიტიკური აზროვნება;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 09.10.2025-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე