Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665083&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
კომპანია ჯიბე Cash & Carry, ბათუმის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის N133
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1300 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ბონუსი 700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით.
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მმართველობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე: HR@Jibe.ge
ტელ: 598597794

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია