Робота для біженців з України
ტექნიკოს-ინკასატორი - დუშეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოს-ინკასატორი
მომწოდებელი: ფეიბოქსი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია "ფეიბოქსი" დუშეთში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ:

** საწვავი სრულად ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა.
** Windows სისტემის გადაყენება საჭიროების შემთხვევაში.
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა.
** ტერმინალების რეგულარული ინკასირება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს დუშეთში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.
** Windows-ის კარგ დონეზე ცოდნა.
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ქალაქის დასახელება, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე