დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საფონდო ბირჟა
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
"საქართველოს საფონდო ბირჟა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ექვემდებარება: მთავარ ბუღალტერს
დეპარტამენტი: ფინანსური
ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი პასუხისმგებლობები
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება: შემოსავლების და ხარჯების დარიცხვა/გადარიცხვა
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე rs.ge-ზე მუშაობა
** დებიტორებთან ურთიერთობა: დავალიანებების კონტროლი, ინვოისების მომზადება, შესაბამისი აღრიცხვა,
** კომპანიის საბანკო ოპერაციების სრულყოფილი აღრიცხვა
** შედარების აქტების მომზადება: დებიტორ-კრედიტორებთან,
** სახელფასო უწყისის მომზადება, პროგრამაში შესაბამისი აღრიცხვა
** აუდიტის პროცესში ჩართულობა
** სტატისტიკების მომზადება მოთხოვნის შესაბამისად
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
** ACCA-ს კურსის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად
** ბუღალტრული პროგრამა ORIS-ის საფუძვლიანად ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office)
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
საკონტაქტო ელფოსტა: hr@tse.ge
|
|
|
|