Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=665043&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის დამხმარე
მომწოდებელი: დეკა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
კომპანია "დეკა დეველოპმენტი" რომელიც დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად ეძებს გამოცდილ კადრს ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის დამხმარის პოზიციაზე.

დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მასშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი.

მოვალეობები:

** არქიტექტორებთან და კონსტრუქტორებთან პროექტირების დროს კოორდინირებული მუშაობა
** მიმდინარე ობიექტებზე დროებითი და ძირითადი ქსელების (კომუნალურის) მოწესრიგება, დროებითი აბონირება
** ტექნიკური დოკუმენტაციის ორგანიზება და განახლება;
** გუნდის შიდა კომუნიკაციის მართვაში მხარდაჭერა
** ტექნიკური ხელმძღვანელის კალენდრის მართვა და პრიორიტეტების დალაგება
** მცირე კვლევითი და ანალიტიკური ამოცანების შესრულება ტექნიკური მიმართულებით
** კონფიდენციალური ინფორმაციის სწორად მართვა
** პროექტების განვითარების ყველა ეტაპზე კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა
** მშენებლობის ეტაპების ჩაბარების კალენდარული გრაფიკის კონტროლი, აკრედიტირებულ საექსპერტო კომპანიასთან თანამშრომლობა, შესრულებული ეტაპების დოკუმეტნაციის დამუშავება, მერიაში ჩაბარება, ნებართვის მიღების ჩათვლით
** პროექტების მიხედვით, ნარჩენების მართვის გეგმისა და ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შექმნა, კონტრაქტორთან მჭიდრო კომუნიკაცია
** მშენებლობის პროცესში წარმპოშობილი პრობლემური კონსტრუქციული და არქიტექტორული დეტალების დამუშავება, გადაწყვეტა მშენებლობისთვის სამუშაოს დროული გაგრძელების მიზნით
** მასალების შერჩევა და სამშენებლო კომპანიასთან დადასტურებული დოკუმენტაციის გადაგზავნა
** პროექტის ნებისმიერი მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, დოკუმენტაციის წარდგენა მერიაში პროექტის ცვლილების განსახორციელებლად
** ადგილზე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებით
** ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2) მითითებული მოცულობების დადასტურება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო საინჟინრო მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** Autocad, Archicad პროგრამების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება

პიროვნული თვისებები:

** თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა
** დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარები
** სტრესის მართვის უნარი
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია