Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის აგროკულტურული სექტორს, წამყვან სავაჭრო ცენტრებს - "სითი მოლი საბურთალო", "სითი მოლი გლდანი" და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს "სითი თაუერს" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N70;
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის მიმდინარე იურიდიული საკითხების ანალიზი;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის ოპერირების პროცესში საჭირო ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** ხელშეკრულების მომზადების პროცესში პირობების შეთანხმების მიზნით კონტრაჰენტთან მოლაპარაკების წარმოება;
** ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
** საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი, ანალიზი და რეკომენდაციის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება, წერილებისა და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** წარმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს და დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე