დასახელება:
საუზმის მზარეული
|
მომწოდებელი:
Riverside Boutique Hotel
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
სასტუმრო "Riverside Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
მდებარეობა ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპიროსა და ბროსეს ქუჩის კუთხე (მშრალ ხიდთან)
ფუნქცია-მოვალეობები:
** საუზმის მომზადება და მისი სრულყოფილი წარმართვა;
** წინასწარ განსაზღვრულ მენიუში არსებული კერძების მომზადება.
მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროში საუზმის მომზადების სპეციფიკის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა
** შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: დილის 06.30 - დან 13.00 - მდე;
** 15-16 მორიგეობა თვეში;
** ხელფასი - 880 ლარი ხელზე; 55 ლარი - 1 მორიგეობა;
ჩვენთან გუნდში შეძლებთ საუკეთესო გამოცდილებას და მშვენიერ შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 577 680795 ტარიელი;
|
|
|
|