სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოში, საწყობსა და საგამოფენო დარბაზში აღწერების პროცესის სწორად წარმართვა;
** კომპანიაში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების იდენტიფიცირება და მითვლა;
** აღწერის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა-დანაკლისის გადამოწმება;
** წუნდებული პროდუქციის მდგომარეობის შეფასება ვიზუალური დათვალიერებით;
** რეპორტის წარმოება და ხელმძღანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავსს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხსიმგებლიანი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი - სრული
** განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 9 ოქტომბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ინვენტარიზაციის სპეციალისტი".
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|