დასახელება:
არქიტექტორი/დიზაინ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
ბიოგრაფი ლივინგ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - არქიტექტორი/დიზაინ მენეჯერი.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტირების პროცესის სრული კოორდინაცია, ვადების, ხელშეკრულების პირობების კონტროლი და შესაბამისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფა კონტრაქტორებისთვის;
** პროექტის მონიტორინგი, ტექნიკურ გუნდთან, დარგობრივ კონტრაქტორებთან და სამსახურის შიდა დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** კონტრაქტორებთან, ვენდორებთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია პროექტირების დროულად და ხარისხიანად დასრულების მიზნით;
** თითოეული პროექტის ფარგლებში დეტალური გეგმა-გრაფიკის და სამუშაო პროცესის გაწერა;
** შესრულებული საპროექტო დოკუმენტების ხარისხის კონტროლი, ტექნიკურ გუნდთან და შესაბამის დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება, საიტ ვიზიტი, პრეზენტაციების მომზადება და მიმდინარე საკითხებზე ჩართული პირების აფდეითი;
** სამშენებლო გუნდისთვის და სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის საპროექტო მასალების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში დროული კომუნიკაციის მოხდენა ყველა პასუხისმგებელ პირთან და საპროექტო დოკუმენტაციის ყველა შეცვლილი ნახაზების შეკვრა;
** მშენებლობის დასრულებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შეკვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** აუცილებელია CAD (AutoCad; ArchiCad), პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2 Level).
სამუშაო გამოცდილება:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლამდე გამოცდილება;
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xHdZ5BFe
|
|
|
|