Робота для біженців з України
ცივი და ცხელი კერძების მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცივი და ცხელი კერძების მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ფასანაური
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"ფასანაური" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული რესტორნების ქსელია თბილისში, რომელიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, მყუდრო ატმოსფეროს და სტუმართმოყვარე სერვისს სთავაზობს. რესტორანი განსაკუთრებით ცნობილია ავთენტური ხინკლითა და კლასიკური კერძებით, რაც მას ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ ადგილად აქცევს.

ჩვენ ვართ ორიენტირებული კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

რესტორანი ფასანაური აცხადებს ვაკანსიას - ცივი და ცხელი კერძების მზარეული.

ცივი კერძების მზარეული (ცივების)

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური მენიუს მიხედვით ცივი კერძების მომზადება და დროული გატანა.
** კერძების მომზადება წინასწარ განსაზღვრული კალკულაციის შესაბამისად;
** ინგრედიენტების ხარისხისა და ვადის კონტროლი.
** საკვების შენახვის წესების დაცვა.
** როდუქტის მომზადების სტანდარტების სრულყოფილად ცოდნა;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება
** სამუშაო ადგილის ჰიგიენა და სისუფთავე.
** მომარაგების სიის შემოწმებაში მონაწილეობა.

ცხელი კერძების მზარეული (ცხელების)

ძირითადი მოვალეობები:

** ქართული ტრადიციული ცხელი კერძების მომზადება
** კერძების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების მიხედვით.
** თერმული დამუშავების კონტროლი
** სამზარეულოს ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება.
** კერძების გემოებისა და სტანდარტების შენარჩუნება.
** სამზარეულოს სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა.
** გაამზადოს კერძებისათვის საჭირო პროდუქტები;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება;
** ჰასპის სტანდარტის დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლადი, მცოცავი გრაფიკი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: tsiradze34@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე