Робота для біженців з України
ხინკლის მეცომე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხინკლის მეცომე
მომწოდებელი: რესტორანი ფასანაური
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"ფასანაური" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული რესტორნების ქსელია თბილისში, რომელიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, მყუდრო ატმოსფეროს და სტუმართმოყვარე სერვისს სთავაზობს. რესტორანი განსაკუთრებით ცნობილია ავთენტური ხინკლითა და კლასიკური კერძებით, რაც მას ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ ადგილად აქცევს.

ჩვენ ვართ ორიენტირებული კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

რესტორანი ფასანაური აცხადებს ვაკანსიას - ხინკლის მეცომის პოზიციაზე.

ხინკლის მეცომის ძირითადი მოვალეობები:

** ხინკლის ცომის სწორად მოზელვა და მომზადება რეცეპტის მიხედვით;
** ხინკლის ფორმირება - სწორი "კეცების" რაოდენობით და სტანდარტის დაცვით;
** ზომის, წონისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი (ყველა ხინკალი უნდა იყოს ერთნაირი);
** სამუშაო ადგილის სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა;
** ინგრედიენტების დროული შევსების უზრუნველყოფა;
** მზა პროდუქტის დროული მიწოდება სამზარეულოს ცხელი განყოფილებისათვის მოხარშვისთვის;
** სანიტარული და უსაფრთხოების წესების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლადი, მცოცავი გრაფიკით
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: tsiradze34@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე