Робота для біженців з України
განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტში კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კომერციული ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პროფილური და არაპროფილური მომხმარებლებიდან მიღებული შემოსავლების პერიოდული ანალიზი გაწეული მომსახურების ხარჯებთან მიმართებაში;
** მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის პერიოდული შესწავლა, კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათ მიმართ შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა.
** გაწეული მომსახურების საფასურის დარიცხვის და გადახდის მაჩვენებლის ეფექტურობის შესწავლა. საჭიროების შემთხვევაში განსხვავებული წესების შემოთავაზება, დარიცხული თანხების ამოღების სხვადასხვა მექანიზმების განსაზღვრა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა.
** კომპანიაში არსებული კომერციული პოლიტიკის ყოველწლიური ანალიზი და მისი ეფექტურობის თაობაზე შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
** პროფილური და არაპროფილური მომხმარებელთათვის დადგენილი საფასურების პერიოდული ანალიზი და მისი შესაბამისობის დადგენა კომპანიის საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში;
** ჰიდროელექტროსადგურებთან არსებული ტარიფის გაანგარიშების მეთოდის პერიოდული გადახედვა, მათ შორის ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ფასების გათვალისწინებით და შესაბამისი სიმულაციების მომზადება.
** უკანონოდ მოხმარებული წყლის დარიცხვის არსებული მეთოდის ყოველწლიური ანალიზი, მისი ეფექტურობის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება. საჭიროების შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული წყლის ახალი მეთოდების შემუშავება და ხელმძღვანელისთვის განსახილველად წარდგენა.
** მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესების და რეკომენდაციების გათვალისწინება და დანერგვა კომპანიის კომერციულ პროცესებში;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს-ადმინისტრირება, ეკონომიკის ან/და ფინანსური მიმართულებები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (MC OFFICE) ცოდნა. (მათ შორის EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა)

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N1;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 23.09.2025

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე