Робота для біженців з України
ტექნიკური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თეგეტა ქარ რენთი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი" ევროპქარის ბრენდის სახელით აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ავტომობილებზე ადმინისტრაციული დაპარკირების ჯარიმების კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციაში ჩართულობა;
** ტექ.ინსპექტირების ვადების კონტროლსა და დაგეგმვაში ჩართულობა;
** ავტომობილებზე პარკირების საშვების შეძენაში მონაწილეობის მიღება;
** ავტომობილების დაზღვევის პოლისების მონიტორინგში ჩართულობა;
** Fleet Management პორტალზე საჭირო ინფორმაციის ასახვა;
** ავტომობილების გასხვისების ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების წარმოებაში ჩართულობა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft Office ცოდნ.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
** თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი ** სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=1930

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე