Робота для біженців з України
სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალისტი
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროექტების განყოფილებაში სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში); ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: დარიცხული თანამდებობრივი სარგო 2, 336 ლარი.
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა

ფუნქციები:

** საბიბლიოთეკო რესურსების აღწერა, კატალოგიზაცია და ციფრულ მონაცემთა ბაზის განახლება;
** ფონდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბოტანიკური ბაღის პერსონალისთვის, მკვლევრებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის;
** ბოტანიკური ბაღის არსებული ისტორიული სამუზეუმო მასალების აღწერა და სტრუქტურირება;
** ექსპონატების დემონსტრირების, დაცვის, შენახვის მეთოდოლოგიის შემუშავება და კონტროლი;
** დაინტერესებულ პირთათვის ბაღის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ინფორმაციის მომზადება-მიწოდება;
** სამუზეუმო და საბიბლიოთეკო რესურსებზე დაყრდნობით შემეცნებითი და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
** ბაღის თანამშრომლებისათვის ისტორიულ-კულტურულ თემატიკაზე ტრენინგების მომზადება/ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მაგისტრის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით (ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა ან მომიჯნავე დარგებში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფართო აუდიტორიასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 10.10.2025

** * პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე