Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სინერჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"სინერჯი საქართველო" — კომპანია, რომელიც საქართველოში პრემიუმ ხარისხის საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის სათვალეების, აქსესუარებისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის პროდუქტების გაყიდვა.

კომპანია სწრაფად მზარდია და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხარისხს, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო პირობები:

ნახევარი განაკვეთი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
10:00-16:00 ან 16:00-22:00
ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: საათობრივი, რომელიც დამოკიდებულია ნამუშევარ საათებსა და გაყიდვებზე
ნახევარი განაკვეთის შემთხვევაში: 1100-1400₾ (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქტებზე
** გაყიდვების უზრუნველყოფა და მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისება
** კომუნიკაციის და გადმოცემის კარგი უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 30 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: info@modi.shopping

საკონტაქტო ტელეფონი: 577347574
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე