დასახელება:
გეოეკოლოგი
|
მომწოდებელი:
ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
|
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" აცხადებს კონკურსს გეოეკოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
მოვალეობები და ვალდებულებები:
** კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება და მონიტორინგი;
** გეოდინამიკური პროცესების ცვლილებებზე მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** გეოლოგიური თვითმონიტორინგის წარმოება და კონტროლი;
** გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენება გეოდინამიკურ ცვლილებებზე დაკვირვების პროცესში;
** გარემოსდაცვითი თვითმონიტორინგის სამუშაოების ჩატარება საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გათვალისწინებით;
** კომპანიის გარემოსდაცვითი თვითმონიტორინგის წარმოება, თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის საფუძველზე გარემოს ხარისხობრივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
** ენერგო-პროს ჯგუფში შემავალი კომპანიების ოპერირების დროს გარემოსდაცვითიი დოკუმენტების წარმოება;
** გარემოსდაცვითი აუდიტის წარმოების ცოდნა;
** ნარჩენების გადამუშავების მეთოდების ცოდნა;
** გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის შემუშავების და გაფორმების თანმიმდევრობის ცოდნა;
** ენერგო-პრო ჯგუფის კომპანიების შინაგანაწესის ცოდნა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციის ცოდნა;
** ენერგო-პრო ჯგუფში შემავალი კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკების, სტანდარტების და სტრატეგიების ცოდნა;
** კომპანიის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის შესაბამისად მუშაობა;
** ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების ორგანიზების ცოდნა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (გეოლოგი);
** შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
** გარემოსდაცვითი თვითმონიტორინგისა და გარემოსდაცვითი აუდიტის წარმოების ცოდნა;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|
|
|
|