Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664815&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Garderobe group/Hugo Boss
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,

"ვიქტორია 98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ZEGNA" "HUGO" "BOSS" და "PAUL&SHARK".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

მაღაზია, BOSS, HUGO აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი
ანაზღაურება: 2000 ლარი (+ ბონუსი)

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება და მისი მუდმივი შევსება/კონტროლი;
** ფას-მაჩვენებლის სიზუსტის კონტროლი;
** მომხმარებლებისგან დადგენილი წესით მიიღოს ფულადი საშუალებები (როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით).
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტი მიენიჭება მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია