Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664758&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Manamo Home
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 110ა (აეროპორტის ხიდთან)

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 7-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
** შაბათი - 5-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება, რაოდენობრივი შემოწმება და დახარისხება;
** მიღებული პროდუქციის განთავსება საწყობში დადგენილი წესების მიხედვით;
** შეკვეთების აწყობა განსაზღვრული სტანდარტებით;
** საქონლის გადაადგილება საჭიროებისამებრ;
** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** უსაფრთხოების ნორმებისა და შიდა წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@manamohome.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის თანამშრომელი

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია