Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი რეგიონებში - იმერეთი, აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი რეგიონებში
მომწოდებელი: ლაბექსი სამედიცინო კომპანია
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
შპს "ლაბექსი" სამედიცინო კომპანია, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს ლაბორატორიული სახარჯი მასალების, აპარატურისა და სამედიცინო მოწყობილობების იმპორტს და მიწოდებას ლაბორატორიებისათვის.

შპს "ლაბექსი" აცხადებს ვაკანსიას: სამედიცინო წარმომადგენელი რეგიონებში - იმერეთი, აჭარა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება (შეთანხმებისამებრ, კადრის კვალიფიკაციის მიხედვით) + საბონუსე სისტემა

სამუშაოს აღწერილობა:

** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით.
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან, ფინანსურ მენეჯერებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება.
** კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** ბრენდის ცნობადობის და ლოიალურობის გაზრდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე.
** კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქციაზე სამიზნე აუდიტორიისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მისი შემდგომი წარდგენა ხელმძღვანელობასთან.

გამოცდილება, კვალიფიკაცია, უნარ-ჩვევები:

** სასურველია, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების სფეროში.
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის წარდგენის, ურთიერთობების და მოლაპარაკების უნარი.
** საქმისადმი გამჭვირვალე და ეთიკური მიდგომა.
** ურთიერთობების დამყარების უნარ-ჩვევები.
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** შედეგზე ორიენტირება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: labexgeorgia2@gmail.com, 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე