Робота для біженців з України
გაყიდვების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: DTS Logistic Services Georgia
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
სატრანსპორტო კომპანია შპს "დითიეს ლოჯისტიკ სერვისიზ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარი ბროსეს 2. ბიზნეს ცენტრი "სახლი ოპერასთან"
სამუშაო გრაფიკი: 10:00 -18:00

ჩვენი კომპანია ეძებს ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს ახალი კლიენტების მოზიდვას, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას და გაყიდვების ზრდას.

მთავარი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** არსებული კლიენტების მომსახურება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტული ანალიზი;
** ანგარიშგებების მომზადება და შედეგების მართვა.

საჭირო მოთხოვნები:

** გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (B2B სექტორში უპირატესობაა);
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** მიზანზე ორიენტირებულობა და პროაქტიული მიდგომა;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია (რუსული იქნება უპირატესობა).

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება და ბონუს სისტემა;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დინამიკური და მეგობრული სამუშაო გარემო.

თუ თქვენ ხართ შედეგებზე ორიენტირებული და გსურთ კარიერული განვითარება, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: tamar.mekvabishvili@dts-logistic.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე