Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664732&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი - თბილისი აუთლეტ ვილიჯ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: რეგალია
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
სამგზავრო ინვენტარის შემომტანი კომპანია - "რეგალია" 2019 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვართ პირველი მულტიბრენდული კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას გააცნო ევროპული ბრენდების სამგზავრო ინვენტარი: WENGER, VICTORINOX, TRAVELITE, TITAN, SWISS GEAR, PIQUADRO, DOPPLER, TROIKA. ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ სრული სამგზავრო ეკიპირება: ჩემოდანი, ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩანთა, ქოლგა, საწვიმარი, სამგზავრო ჩანთა, მცირე ზომის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ჩანთა და სხვა აქსესუარები იმისათვის, რომ მოგზაურობა უფრო კომფორტული და მოხდენილი გახდეს.

ვებსაიტი: https://www.regalia.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას "თბილისი აუთლეტ ვილიჯში" კონსულტანტის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში 10-საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება)
** დასვენება ცვლების განაწილების მიხედვით საშუალოდ კვირაში 2-3 დღე.

ანაზღაურება: საწყის ეტაპზე ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, რომელსაც სამსახურის დაწყებიდან 2 თვეში ემატება ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის/დამწყების დონეზე (MS Word, Excel);
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას
** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
** მოქნილ საბონუსე სისტემას
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

კომპანია "რეგალიას" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: tina.mikeladze@regalia.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი")

თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "რეგალიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "რეგალიას" ბაზაში 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "რეგალიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "რეგალიას" ბაზაში 1 წლის ვადით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია