დასახელება:
გაყიდვების პლატფორმების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ასორტი ვერე
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პლატფორმების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: წმ. მოწამე ვასილისკსოს N12
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის GlovoApp Georgia LLC-სთან, შპს "ვოლტ ჯორჯიასთან", Bolt Operations OÜ-სთან და სხვა გაყიდვების პლატფორმებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
** აპლიკაციების მართვა, მათ შორის მასში ასახული ინფორმაციის სისწორის, სიზუსტისა და სისრულის კონტროლი;
** აპლიკაციებში ფილიალების მიერ გააქტიურებული პროდუქტების მონიტორინგი, სისწორის შემოწმება; ასევე, ფილიალების მიერ აპლიკაციების მეშვეობით შეკვეთების მიღების სისწორის მონიტორინგი, შეკვეთის დადასტურებისა და შესრულების ვადების კონტროლი;
** GlovoApp Georgia LLC-სთან, შპს "ვოლტ ჯორჯიასთან", Bolt Operations OÜ-სთან და სხვა გაყიდვების პლატფორმებთან კომუნიკაცია აპლიკაციების გამართულად, სრულფასოვნად ფუნქციონირების მიზნით;
** GlovoApp Georgia LLC-ს, შპს "ვოლტ ჯორჯიას", Bolt Operations OÜ-სა და სხვა გაყიდვების პლატფორმების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გამოგზავნილი რეპორტების შესწავლა და ანალიზი;
** აპლიკაციების მეშვეობით განხორციელებულ შეკვეთებთან მიმართებით შესაბამისი რეპორტების მომზადება, მათ შორის, ფილიალების ჭრილში შეკვეთების ანალიზი, ასევე, ცალკეული აპლიკაციის ჭრილში ანალიზი;
** აპლიკაციების მეშვეობით განხორციელებულ შეკვეთებთან მიმართებით პრობლემური სიტუაციების მართვა;
** მიწოდების მომსახურებიდან გამომდინარე GlovoApp Georgia LLC-სა, შპს "ვოლტ ჯორჯიასა" და სხვა პირებთან კომუნიკაცია;
** მიწოდების მომსახურებიდან გამომდინარე შესაბამისი მონაცემების დამუშავება და რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების პლატფორმების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|