Робота для біженців з України
მზის ელექტროსადგურის ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზის ელექტროსადგურის ინსტალატორი
მომწოდებელი: Step Energy
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
2020 წლიდან მოყოლებული, "Step Energy" ქართულ და საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს მწვანე ენერგიის ელექტროსადგურების განვითარებას. თავდაპირველად, როგორც მზის ენერგიის კომპანიამ (Step Solar) ბაზარს განახლებადი მზის ენერგია შევთავაზეთ. დღეს, ამასთან ერთად, მომხმარებელს ქარის ელექტროსადგურების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობას და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებასაც ვთავაზობთ.

ჩვენ განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება და ღრმა ცოდნა გვაქვს პროექტების წარმოების მთელ ციკლში. როგორც EPC კომპანია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პროექტის განვითარების მთელ გზაზე, დაპროექტებიდან აღსრულებამდე.

"Step Energy" მჭიდროდ თანამშრომლობს ინვესტორებთან და პარტნიორებთან მაღალპროდუქტიული მზის თუ ქარის ელექტროსადგურების პროექტირების და მშენებლობის ეტაპებზე საქართველოსა და რეგიონში.

აუცილებელია გადავდგათ ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ, შევქმნათ მეტი სუფთა და განახლებადი ენერგიის წყარო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი თითოეული განხორციელებული პროექტი ხელს უწყობს საქართველოს და მსოფლიოს მდგრად ენერგო და ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ ვქმნით განახლებად ენერგიას, ჩვენ ვქმნით მომავალს!

კომპანია "Step Energy" აცხადებს ვაკანსიას მზის ელექტრო სადგურის ინსტალატორების (ინდივიდუალურად ან ჯგუფურად) შესარჩევად, რომლებიც ჩაერთვებიან მზის ელექტროსადგურის ობიექტების მონტაჟსა და სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებში.

სამუშაოს შინაარსი:

** კონსტრუქციების მონტაჟი და მზის პანელების დალაგება
** საკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამოცდილება სამშენებლო, ენერგეტიკულ ან საინჟინრო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (მაგრამ სავალდებულო არ არის)
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ფიზიკური გამძლეობა და ტექნიკური დავალებების სწრაფად შესწავლა

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
** თანამედროვე ენერგეტიკული სფეროს პროექტებში ჩართვა
** კონკურენტული ანაზღაურება შესრულებული სამუშაოების მიხედვით

ელფოსტა: info@stepenergy.ge
ტ: +995 599 335 525
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე