Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევის ოპერატორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს სამედიცინო შემთხვევის ოპერატორის ვაკანსიას ზუგდიდში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, კ .გამსახურდიას ქ N206
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა;

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაცია ბილინგის პროგრამაში დადგენილი წესების შესაბამისად;
** საჭირო დოკუმენტაციის და ხელშეკრულებების დასკანერება, მიბმა კლიენტის პროფაილზე პროგრამაში;
** პაციენტის მოძრაობის ასახვა პროგრამაში პაციენტის მოძრაობის ფურცლის საფუძველზე, რომელსაც იღებს იმავე განყოფილების მედდისგან;
** პაციენტის გაწერის პროცესში მონაწილეობა, მედდებისგან სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება:
** ისტორიის დახურვა ადმინისტრაციული კუთხით და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორის და სისრულის შემოწმება:ფორმა #100-ის სისწორის შემოწმება, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალთან კოორდინირებულად გასწორება;
** პორტალზე ინფორმაციის ატვირთვა; (რეგისტრატორის მიერ პორტალზე გაკეთებული პირველადი შეტყობინების დადარება პაციენტის ბარათთან, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოზის ცვლილება);
** კომპანიაში შეტყობინების დატოვება და აღნიშნული ინფორმაციის პროგრამაში დაფიქსირება;
** სტატისტიკური ფორმების წარმოება (025-066), სამედიცინო პორტალზე ანგარიშგებების წარმოება კლინიკაში დანერგილი სამედიცინო პროგრამების მოთხოვნების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/დოკუმენტწარმოების მიმართულებით;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2025

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე