დასახელება:
დამლაგებელი
|
მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს დამლაგებლის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გივი ჟვანიას ქ 3 (ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკა)
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა;
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებაში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ნორმების დაცვით დასუფთავების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** კლინიკაში არსებული პალატების სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ნორმების დაცვით დასუფთავების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** კლინიკაში არსებული სამედიცინო და არასამედიცინო მოხმარების ავეჯისა და ინვენტარის იატაკთან შეხებაში მყოფი ნაწილების დასუფთავება/დამუშავება, იატაკის, კედლების, ფანჯრების, ჭერის, სველი წერტილების წმენდა/დამუშავება; ტექნიკური და დამხმარე ფართების დასუფთავება/დამუშავება დეზინფექტანტით განსაზღვრული პერიოდულობით და საჭიროების მიხედვით;
** თეთრეულის შეგროვება;
** ლოკაციებიდან სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების დროულად გატანა და დროებითი დაყოვნების სანიტარულ ოთახებში შეგროვება ქსელში დანერგილი წესების დაცვით;
** ჩაბარებული ინვენტარისა და სახარჯი მასალების გაფრთხილება და ოპტიმალურად გამოყენება;
** შიდა რეგულაციების შესრულება;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.
სისუფთავის დაცვა:
** ფერების გარჩევის შესაძლებლობა;
** ლატერალური (პერიფერიული) ხედვის უნარი;
** პაციენტებთან ზომიერი კონტაქტის შენარჩუნება.
** უზრუნველყოს დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულება;
** დაიცვას სუბორდინაცია;
** დაემორჩილოს ორგანიზაციაში არსებულ შინაგანაწესს/ბრძანებებს/რეგულაციებს/პროცედურებსა და ინსტრუქციებს;
** ფუნქციების განხორციელებისას არ გაამჟღავნოს კომპანიაში არსებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და პირად საიდუმლოს;
** დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია;
** გაუფრთხილდეს მის ხელთ არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;
ვაკანსიის მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 05 ოქტომბერი 2025
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დამლაგებელი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|