Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664673&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: კულინარია 7
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
კაფეტერია "კულინარია #7" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

თუ ხართ ენერგიული, პასუხისმგებლობის მქონე და გაქვთ კულინარიული გამოცდილება, შემოუერთდით ჩვენს მეგობრულ გუნდს! ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც უყვარს ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მუშაობა და მზადაა, სტუმრებს დაუვიწყარი გემოები შესთავაზოს.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული კერძების მომზადება (შერეული სამზარეულო);
** მოსამზადებელი კერძების მარაგებზე ზრუნვა/კონტროლი;
** კულინარიული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 08:00-17:00 სთ.
** დასვენება: შაბათი ან კვირა
** ანაზღაურება: 1900 ლარი
** მისამართი: რაფიელ ერისთავის ქ. 16 (მრგვალ ბაღთან)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე ninooutsource@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557778899

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია