დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
TopTools
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"TopTools" - სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ხელსაწყოების მაღაზია, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორი
დასაქმების ტიპი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (სტუდენტებისთვის)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მოწესრიგებული განთავსება და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა და ახალი მოდელების შესწავლა;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის შესაბამისი პირობების გაცნობა.
უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ელემენტარული ცოდნა;
** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: toptools.ge@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, ფლობს და ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|