Робота для біженців з України
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის ვაკანსიას თელავის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ქ. თელავი, ვ. სეხნიაშვილის N3

ძირითადი მოვალეობები:

სამეურნეო მენეჯერის დახმარება მის საქმიანობაში:

** გათბობის, გაგრილების და წყლის სისტემების გამართულ მუშაობაზე კონტროლი;
** სანიტარულ კვანძებში არსებული სველი წერტილებისა და სხვა მოწყობილობების გამართული მუშაობა და მათზე მეთვალყურეობა;
** ავეჯის, კარების, ფანჯრების, სახელურების, საკეტების და სკამების გამართულობა. მათზე მუდმივი მეთვალყურეობა და დაზიანებების შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების ჩატარება;
** შენობაში არსებული ელექტროგაყვანილობებისა და სანათი მოწყობილობების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული წერტილების შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა;
** შენობის ფასადის, სახურავის და საჭიროებისამებრ სხვა კონსტრუქციების სისტემური, პერიოდული განახლება და რემონტი;
** ორგანიზაციის კუთვნილი ტერიტორიის (კლინიკის ეზოსა და ვენახის) კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოების დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი;
** ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისა და საჭირო ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი (თელავი) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 17/09/2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე