დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
პსპ დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიმდინარე დაზღვეულებთან სატელეფონო კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში;
** დაზღვეულების ზარებზე პასუხი და მათ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირება;
** ინვოისების მოთხოვნა ბუღალტერიიდან და გადაგზავნა კლიენტებთან;
** ექსლების გადაგზავნა კლიენტებთან;
** AML-ის მოთხოვნა, გადამოწმება და მიწოდება შესაბამის დეპარტამენტთან (პოლისების სამსახური);
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვნა კლიენტისგან - დირექტორის პირადობა, კომპანიის ანგარიშის ნომერი, დამფუძნებლის პირადობა და ა.შ.;
** ცვლილებების ფორმის მიღება (ყოველთვიურად ახალი თანამშრომლის დამატება/მიმდინარე თანამშრომლის გაუქმება) და მიწოდება ოპერატიულად შესაბამის დეპარტამენტთან;
** მზა ხელშეკრულებების გაშვება კლიენტთან კურიერის მეშვეობით;
** ხელმოწერილი ხელშეკრულებების გამოთხოვნა კლიენტისგან და დროული დაბრუნების ორგანიზება;
** ახალი კლიენტებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გადაგზავნა შესაბამისი პროგრამით (იგზავნება მცირე სახის ინფორმაცია, რომ მათი დაზღვევა ამოქმედდა და ასევე, ვაწვდით ინფორმაციას თუ ვინაა მათი პერსონალური/ექაუნთ მენეჯერი, ცხელი ხაზის ნომერი);
** განახლებული/ახალი კონტრაქტების შეყვანა პროგრამაში (პორტალზე), რათა დაზღვეულებმა შეძლონ ელექტრონული პლატფორმით სარგებლობა (ოჯახის ექიმთან ჩაწერა, დოკუმენტაციის ატვირთვა, ლიმიტებისა და ხელშეკრულების პირობების ნახვა);
** ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პირობების/ვორდინგის განთავსება შესაბამის საქაღალდეში (შეარში), რათა სამედიცინო დეპარტამენტმა შეძლოს ზარალების რეგულირება ხელშეკრულების პირობების მიხედვით;
** დებიტორების კონტროლი და დებიტორული დავალიანების მართვა
** მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის სამუშაოებში, რომელიც მისი უშუალო კომპეტენციისა და სამუშაო აღწერილობის მიღმაა;
** ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (უშუალო ხელმძღვანელის მონაწილეობითა და ინფორმირებით) სამუშაო პროცესების უკეთ ორგანიზებისათვის;
** უშუალო ხელმძღვანელისა და დირექტორების მიერ გაცემული დამატებით სხვა დავალებების შესრულება
** მენეჯმენტის გადაწყვეტილების შემთხვევაში კომპეტენციის ასამაღლებელი ტრენინგის/კურსის გავლა სამუშაო საათებში ან მისგან დამოუკიდებლად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook);
** კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პიროვნული უნარები:
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი;
** სწრაფად ადაპტირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ სამსახურს წამყვან კომპანიაში.
სამუშაო ადგილი: წერეთლის 138, მედკაპიტალის შენობა, მე-5 სართული;
სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო საათები 9:30-დან 18:30-მდე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ipsp.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|