Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=664665&print=yes&view=jobs
 
კლინიკური სწავლების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკური სწავლების კოორდინატორი
მომწოდებელი: თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა-ს მისიაა: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

პოზიცია: კლინიკური სწავლების კოორდინატორი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მედიცინის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური)
** MS Office ცოდნა;

ფუნქციები:

1. აფილირებულ კლინიკებთან/სასწავლო ბაზებთან კოორდინაცია

** სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კლინიკური ბაზების შესახებ სრული ინფორმაციის დამუშავება (კლინიკების ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი);
** სასწავლო ბაზების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კლინიკური ბაზების ლექტორებთან კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკური ეტაპის სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის შეხვედრების ორგანიზება;

2. კლინიკურ სასწავლო კურსებზე სასწავლო/საგამოცდო პროცესის დაგეგმვა/კოორდინირება

** კლინიკურ ეტაპზე სასწავლო ცხრილების შედგენა და ინფორმაციის შესაბამის ლექტორებთან მიწოდების უზრუნველყოფა;
** დაუგეგმავ ცვლილებებზე რეაგირება, ცვლილებების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება, ცვლილებების ასახვა სასწავლო ცხრილებში;
** კლინიკური სწავლების ეტაპზე საგამოცდო ცხრილის შედგენა;
** კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში საგამოცდო პროცესის კოორდინირება;

3. კლინიკურ ბაზებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი/ანგარიში

4. საჭიროებისას კლინიკურ ეტაპზე სწავლებაში ჩართულ ლექტორებთან შეხვედრების, ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობა;

5. კლინიკურ სწავლებასთან დაკავშირებით სხვა დავალებების შესრულება საჭიროებების/მოთხოვნის შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიური და მოტივირებული გუნდის წევრობას;
** პროფესიულ ტრენინგ კურსებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2025 წლის 20 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ინსტიტუციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია