Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოინვესტ
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
საგზაო სამშენებლო კომპანია "ჯეოინვესტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერს პოზიციაზე.

ფუნქციები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული მომსახურების შეთავაზება;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზის კონტროლი და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სამშენებლო ბაზრის მოკვლევა და საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან შეხვედრების დაორგანიზება;
** ბაზრის ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** პრეზენტაციების ორგანიზება;
** პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა, პრიორიტეტად ჩაითვლება თურქული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + ბონუსი 10 000 ლარამდე (მოზიდული პროექტების მოცულობიდან გამომდინარე)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქ. 6

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geoinvesti@yahoo.com, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე